ისწავლე, ისწრაფე, გაიზარდე

შენი კარიერული გზამკვლევი 2.0

თუ ეს რესურსი შენს ხელშია, ესეიგი მზად ხარ აღმოაჩინო საკუთარი შესაძლებლობები და გადადგა პირველი ნაბიჯი მომავლისკენ. ეს გზამკვლევი შენი მეგზურია კარიერის გზაზე – სივრცე, სადაც შეგიძლია დაისახო დიდი მიზნები, ჩაიწერო შენი აზრები და დაგეგმო მათი განხორციელების გზები.

რას გაიგებ აქ:

  • როგორ აღმოაჩინო შენი უნარები და ძლიერი მხარეები
  • როგორ დაისახო მიზნები და შექმნა ძლიერი CV
  • როგორ წარმოაჩინო შენი თავი ონლაინ სივრცეში
  • როგორ იპოვო სამუშაო შესაძლებლობები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ
  • როგორ მოემზადო გასაუბრებისთვის
  • როგორ ისარგებლო უფასო ონლაინ კურსებით
  •  

გახსოვდეს, ამ წიგნაკში ჩაწერილი ყოველი ფიქრი თუ ახალი იდეა , შენი მომავლისკენ გადადგმულინაბიჯია!