შესაძლებლობების განვითარება სოფლის ჭკვიანი ტრანსფორმაციისათვის

კურსის მასალები შემუშავებულია ინოვაციური განათლების ფონდის და ალტე უნივერსიტეტთან თანამშრომლობით პროექტის „შესაძლებლობების განვითარება სოფლის ჭკვიანი ტრანსფორმაციისათვის“ ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეშვეობით.

სასწავლო და ინფორმაციული მასალების ძირითადი მიზანია „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების ცნობადობის და მათი გამოყენების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივი მეწარმეების, ფერმერების და სხვა ჩართული მხარეების მიერ.

წარმოდგენილი თემებია:

  • სოფლის და მეურნეობის დაგეგმარების სივრცითი ანალიზი
  •  გარემოსდაცვითი პრობლემების გამოვლენა სოფლის მეურნეობაზე
  • საჯარო დაწესებულების მონაცემების გამოყენება
  • IOT-ის (ნივთების ინტერნეტის) გამოყენება ნიადაგის, ჰაერისა და წყლის ხარისხის შესამოწმებლად;
  • ყოველდღიური პროცესების ავტომატიზაციისას;
  • ზოგადად სამეურნეო საქმიანობის ოპტიმიზაციისათვის.
  • დრონებისა და მისგან მიღებული ვიზუალური მასალის გამოყენება ბაღების, ფერმებისა და ვენახების მონიტორინგისათვის;
  • ჭკვიანი სოფლების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.