მასწავლებლები

ამ სახელმძღვანელოში აღმოაჩენთ, როგორ შეიძლება დაგეხმაროთ ხელოვნური ინტელექტი დღეს, მიაქციოთ ყურადღება რისკებს და გამოიყენოთ სიახლეები ჭკვიანურად.

მარტივი, მობილურზე მორგებული სახელმძღვანელო ყველასთვისაა – მშობლებისთვის, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის, მეწარმეებისთვის თუ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

 

📱 რას ნახავთ სახელმძღვანელოში:

  • მეტი დრო სწავლებისთვის – ხელოვნური ინტელექტი პედაგოგებისთვის
  • მშობლობა ხელოვნური ინტელექტის ხანაში
  • AI-სთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია
  • ბიზნესის განვითარება AI-ს სისწრაფით
  • ყოველდღიური დამხმარეები


📶  გამოიყენეთ ნებისმიერ დროს, თუნდაც, ინტერნეტის გარეშე!

 
ეს სახელმძღვანელო შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელი არიან სოლიდარობის ფონდი საქართველოში (SFPL) და ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA) და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

მათემატიკა

ზაქარია გიუნაშვილი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და ფსიქომეტრიკის ჯგუფის ხელმძღვანელი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

მოღვაწეობის სფეროები: კომპიუტერული მეცნიერება: კვანტური ინფორმატიკა და ალგორითმები;
განათლების კვლევა და განათლების პოლიტიკა: მათემატიკა, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.

zgiunashvili@gmail.com

ნინო სამაშვილი 

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მათემატიკის მასწავლებელი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი მათემატიკის მიმართულებით.

ბიოლოგია

თეა ნონიკაშვილი

გორი, ხიდისთავის საჯარო სკოლის სერტიფიცირებული
ბიოლოგიის მასწავლებელი. ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმის 2010 წლის გამარჯვებული.
საუკეთესო საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსის ავტორი.
საგანმანათლებლო ელექტრონული თამაშის ავტორი.

ბლოგი: http://teanonikashvili.blogspot.com/

ქიმია

ხათუნა გოგალაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, ქიმიის მიმართულებით; ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა ტრენერი, სტატიებზე მომუშავე ექსპერტი. 2008 წლის გამარჯვებული საფრანგეთის სასკოლო ქსელებისათვის შექმნილ ოფიციალურ ვებ-გვერდზე საუკეთესო თემებისათვის ბიოლოგიაში. 2011 წლის საფრანგეთის, ლიონში ჩატარებული მასწავლებელთა მე-4 საერთაშორისო ფორუმის პირველი ადგილის მფლობელი. თბილისის მწვანე სკოლის საბუნებისმეტყველო კლუბის ხელმძღვანელი.

http://blogger.ge/blog/344  

მოღვაწეობის სფეროები: ბიოლოგია, გენეტიკა, ფიზიკური და ანალიზური ქიმია.

გეოგრაფია

თამარ ხარძიანი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, სადოქტორო პროგრამა – ფიზიკური გეოგრაფია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, გეოგრაფიის მიმართულება. 2006 წლიდან სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობს, როგორც ლანდშაფტმცოდნე, GIS სპეციალისტი. არის „საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების“ წევრი.

ციფრული უნარები

 გიორგი ცინცაძე

საერთაშორისო პროგრამა „საერთაშორისო ლიდერები გარემოს დაცვისა და განვითარების დარგში“, საქართველოს წარმომადგენელი, ასოციატი (International Program “Leadership for Environment and Development (LEAD International)” –  www.lead.org)

ციფრული უნარები

გიორგი მუმლაძე

სტუ–ს კიბერნეტიკის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს უნივერსიტეტის მიწვეული სპეციალისტი.
სპეციალიზაცია: დაბალი ტემპერატურების ფიზიკა – ზეგამტარების ფიზიკა.