ტექნოლოგიები და მეწარმეობა

ტექნოლოგიების და მეწარმეობის კურსი ეფუძნება კორპორაცია ინტელის მიერ შემუშავებულ და რამდენიმე ათეულ ქვეყანაში წარმატებით დანერგილ პროგრამას.

საპილოტე ტრენინგების ორგანიზება შესაძლებელი გახდა საქართველოში აშშ საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "ახალგაზრდობის შესაძლებლობების გაზრდა მეწარმეობისათვის", რომელსაც ინოვაციური განათლების ფონდი ახორციელებს.

ტექნოლოგიებისა და მეწარმების კურსი მიზნად ისახავს ტექნოლოგიური უნარების განვითარებას და სტარტაპის წამოწყების ძირითადი ასპექტების შესწავლას მოზარდებისა და ზრდასრულების მიერ. კურსი ძირითადად განკუთვნილია 16-25 ასაკის ახალგაზრდებისათვის, ასევე ტექნოლოგიების გამოყენების შესწავლის ნებისმიერი მსურველისათვის.

ტრენინგი მოიცავს მეწარმეობის საბაზო საკითხებს, რომელის შესწავლის პროცესში მსმენელი დაეუფლება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას. კურსში განხილულია ბიზნეს იდეების გენერირების, ფინანსების, მენეჯმენტის, მარკეტინგისა და ბიზნეს გეგმის შემუშავების ძირითადი ასპექტები.

36 საათიანი ტრენინგის სესიები ტარდება კვირაში ერთხელ 2.5 საათის მანძილზე საქართველოს რამდენიმე ქალაქში - ინოვაციების ცენტრებში და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.


 
joomla template