„კოდალას აკადემია“ ვირტუალური აკადემიაა, რომელიც ინოვაციური განათლების ფონდმა 2010 წელს დაარსა. პროექტის მიზანია საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური მეთოდების და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა, ასევე სკოლის მოსწავლეებისათვის მეტი შესაძლებლობების შექმნა ცოდნის გაღრმავებისთვის, პიროვნული განვითარებისა და მომავალი წარმატებული კარიერისთვის.

„კოდალას აკადემია“ მსოფლიოში აღიარებული სალმან ხანის აკადემიის ქართული ანალოგია. ის მოიცავს ვიდეო-გაკვეთილებს სხვადასხვა საგნიდან, განსაკუთრებული ყურადღება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ენიჭება. ვიდეო-გაკვეთილები და ექსპერიმენტების ამსახველი ვიდეოები წარმოდგენილია ქართულ ენაზე.    


 დამფუძნებლები


    
   მერაბ ლაბაძე მამუკა კომახია    ვალერი ტყეშელაშვილი





.
 
joomla template